საფეხბურთო კლუბ “მერცხალის“ ყიდვასთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი განცხადებაა შესული. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრები ლუკა კეჭაყმაძე სურვილს გამოთქვამს “მერცხალში“ ყოველწლიურად 50 000-ლარიანი ინვესტირება განახორციელოს.
აღნიშნული ინფორმაცია “ გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ დაადასტურა. ის განმარტავს, რომ კლუბი “მერცხალის“ გაყიდვა მერიას გადაწყვეტილი აქვს. მოლაპარაკება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ბიზნესმენთან წარმოებს, თუმცა, ოფიციალური განცხადებით მერიას მხოლოდ ლუკა კეჭაყმაძემ მიმართა.
_ ამ ადამიანმა გამოხატა მზადყოფნა და თუ დაიდება ხელშეკრულება, ეს იქნება პირობიანი, ან გუნდი გაიყიდება ან მოხდება პირობიანი ინვესტირება. აღნიშნული პიროვნება განცხადებაში წერს, რომ ის გამოთქვამს სურვილს, რომ შეისყიდოს გუნდი და ამაში ჩადებს ინვესტირებას ყოველწლიურად 50 000 ლარის ოდენობით, ჩვენი თანხმობის შემთხვევაში.