რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს რომ საზოგადოებროვი აზრით მანიპულირება შეწყვიტონ. აღნიშნულ ინფორმაციას AZERNEWS ავრცელებს.
„მოვუწოდებთ დასავლეთის ქვეყნებს, რომლებმაც სირიაზე უკანონოდ მიიტანეს იერიში, შეწყვიტონ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა“,_აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ზახაროვამ გააკეთა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა ექსპერტებს 7 აპრილს მომხდარი იერიშის გამოსაძიებლად პირველმა მიმართა.
„რუსეთი იყო პირველი, რომელმაც შემოწმების ჩასატარებლად სირიაში ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციას მიმართა, გარადა ამისა, რუსულმა მხარემ ყველა შესაძლო დახმარება შესთავაზა“,_განაცხადა ზახაროვამ.
მან აღნიშნა, რომ ინსპექტორებს ჩასასვლელად დიდი დრო დასჭირდათ, რადგან ქალაქში ჯერ კიდევ სამხედროები იყვნენ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უსაფრთხოების დამატებითი გარანტია სჭირდებოდა.
„არ მესმის როცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინსპექტორების შესახებ საუბრობს. მათ რომ რაიმე სახის პრობლემა ჰქონოდათ განცხადებას გააკეთებდნენ“, _ამბობს ზახაროვა.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა იერიში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერების გამოყენებით მიიტანა, რის საპასუხოდაც, სირიაზე იერიში საფრანგეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა გაახორციელეს.