ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 მოსწავლე დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სკოლის ავტობუსი მატარებელს შეეჯახა, როცა რკინიგზის ლიანდაგს კვეთდა.
როგორც ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევები ინდოეთში ხშირია.
მაუწყებლის ინფორმაციით, გასულ კვირას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 მოსწავლე ემსხვერპლა.