არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა 50 წლის სერგო დარბაიძე სოფელ ქვეშთან დააკავეს.
როგორც ცნობილია, დარბაიძე მწყემსია, ის მაშინ დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ზოლის ახლოს საქონელს მწყემსავდა.
დარბაიძეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.
დაკავებული, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.