“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით, ჯანსაღის ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ველოტური გაიმართა.
ველოტურის მონაწილეები ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან აიღეს სტარტი და სოფელ შემოქმედის ცენტრში მივიდნენ.
“სასიხარულოა, რომ წელს უფრო მრავალფეროვანია ჩვენი ჯგუფი, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმაც გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი“.
ველოტურში მონაწილეობდნენ გურიის გუბერნატორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს წევრები მარი ჩხიკვიშვილი და გენო ჩავლეშვილი.
ველოტური უკვე რამდენიმე წელია ყოველი წლის გაზაფხულზე ტარდება.