https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“როცა დიეგო მინდორზე გამოჩნდა, ასე მეგონა სიზმარში ვიყავი“ _ ნოდარ ხიზანიშვილი

7:04; 29.04.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ნოდარ ხიზანიშვილი თბილისის „დინამოში“ წინა საუკუნის 70-80-იან წლებში ასპარეზობდა. ამპლუით მცველი გახლდათ და იმდროინდელი „დინამოს“ ყველა წარმატების ერთ-ერთი ფუძემდებელი. სამწუხაროდ სსრკ-ის ნაკრების მწვრთნელები არ წყალობდნენ და ამ გუნდში მხოლოდ ერთი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. იმ ნაკრების თავკაცებმა ამ გადაწყვეტილების სისწორე თავად იკითხონ, ნოდარ ხიზანიშვილი კი ქართველი გულშემატკივრის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.

დღეს ნოდარ ხიზანიშვილი ჩვენი სტუმარია და საკუთარ სპორტულ კარიერას თავად გაიხსენებს.

„ჩემი პირველი მწვრთნელი ლერი ვერულიძე იყო, ძალიან მცოდნე და კარგი კაცი. სიგიჟემდე უყვარდა თავის საქმე! სხვათა შორის, სწორედ ბატონი ლერის რეკომენდაციით მოვხვდი 16 წლის ასაკში საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა გუნდში. მაშინ ჩემთან ერთად ქუთაისელი ბადრი ფარულავაც მიიწვიეს… სხვათა შორის, სწორედ იმ გუნდში გავიცანი უკრაინელები ლეონიდ ბურიაკი და ოლეგ ბლოხინი, რომელთა წინააღმდეგ წლების შემდეგ უამრავჯერ ვითამაშე.

დიდ ფეხბურთში ჩემი დებიუტი საკავშირო მეორე ლიგაში, ბათუმის „დინამოს” მაისურით შედგა. იმ დროს, ძირითადად, მარჯვენა მცველად ვთამაშობდი, თუმცა როცა თბილისის „დინამოში” გადმოვედი, რამდენიმე პოზიციაზე გამსინჯეს. მაგალითად, პირველ შეხვედრაში მარცხენა მცველი ვიყავი, მატჩების უმეტესობა კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩავატარე.

მიუხედავად იმისა, რომ ამპლუებს ხშირად მიცვლიდნენ, ყველაზე ძალიან დაცვის ცენტრში თამაში მიყვარდა. ფლანგზე სხვა მოთხოვნებია, მეტი სისწრაფე მოგეთხოვება, მე კი არ ვიყავი მაინცდამაინც სწრაფი. შეტევების დაწყება კი არა, მეტოქის იერიშების შეჩერება უფრო კარგად გამომდიოდა.

თბილისის „დინამოში” პირველად 1974 წელს გადმოვედი, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, ჰეპატიტი შემეყარა და ლამის მთელი წელი ვმკურნალობდი, მინდორს არც გავკარებივარ. ლამის ყველამ ჩაიქნია ჩემზე ხელი, ველოდი რომ გამიშვებდნენ, მაგრამ მთავარ მწვრთნელად მოსულმა გივი ჩოხელმა, რომ იტყვიან, კბილებით დამიცვა და კლუბში დამტოვა. მიუხედავად ამისა, მალე საკუთარი სურვილით დავტოვე გუნდი. რატომ? სახელგანთქმული თანაგუნდელებით ვითრგუნებოდი. ალალად ვიტყვი, ვერაფრით წარმომედგინა როგორ უნდა გამეწია კონკურენცია მურთაზ ხურცილავასთვის და რევაზ ძოძუაშვილისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სურვილით წავედი, მალე მაინც დამაბრუნეს. როგორც ჩანს, ჩემი იმედი კიდევ ჰქონდათ. ასეთმა ნდობამ შეუძლებელია ადამიანზე უარყოფითად იმოქმედოს და მეც, ცხადია, ფრთები შემესხა – 1975 წლიდან ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გავხდი!

იმ დროს, როცა კლუბში ჩემს ადგილს ვიმკვიდრებდი, მიხაილ იაკუშინი გვწვრთნიდა. კარგი კაცი იყო, მის მთავარ პლუსად კი მიმაჩნია ის, რომ ახალგაზრდებს გვენდობოდა და ხშირად გვაძლევდა თავის გამოჩენის შანსს. ცხადია, იაკუშინს მინუსებიც ჰქონდა, მაგრამ აბა მითხარით, გინახავთ უნაკლო კაცი?

ნოდარ ახალკაცზე ახალი აბა, რა უნდა ვთქვა? მგონია, რომ მან რამდენიმე წლით გაუსწრო თავის თაობას: ძლიერი, მცოდნე, მომთხოვნი სპეციალისტი გახლდათ. შესანიშნავად იცნობდა თავის ფეხბურთელებს და შეეძლო თითოეული მათგანისგან მაქსიმუმი მიეღო. ქართულ ფეხბურთს ნიჭიერი ბიჭები არასდროს აკლდა, მაგრამ თუ მიღწეული შედეგებით ვიმსჯელებთ, ალბათ შევთანხმდებით, რომ ახალკაცი საუკეთესო მწვრთნელი იყო!

პირველ დიდ წარმატებას 1976 წელს მივაღწიეთ: ერთ სეზონში საკავშირო პირველობის ორი ბრინჯაოს მედალი მივიგეთ, მათ შუა კი თასის გათამაშებაში გავიმარჯვეთ! ასეთი ხვავრიელი წელიწადი „დინამოს” მანამდე არ ჰქონია და მიხაროდა, რომ მისი მონაწილე, ერთ-ერთი შემოქმედი ვიყავი! როგორია: 1976 წლამდე „დინამო” ხუთჯერ იყო საკავშირო თასის ფინალში და ერთხელაც ვერ მოიგო, ჩვენ კი ერევნის „არარატი” გავანადგურეთ – 3:0! სომხები ჩვენი პრინციპული მეტოქეები იყვნენ…

1977 წელს „დინამოში” თამაზ კოსტავა გამოჩნდა, რომელიც ჩემი მთავარი კონკურენტი გახდა. ის მშვენიერი მცველი იყო, ნიჭიერი, გონებაგახსნილი, ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმებმა არ მისცა შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება. გულახდილად გეტყვით: თამაზ კოსტავა მანფრედ კალცის და რევაზ ძოძუაშვილის დონის მარჯვენა მცველად მიმაჩნია!

1978 წლის საჩემპიონო სეზონი ძირითად შემადგენლობაში დავიწყე, 12 ტური უცვლელად ვითამაშე, მაგრამ მერე სათადარიგოთა სკამზე გადავინაცვლე და მხოლოდ სამჯერ შევედი შეცვლაზე. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო, მაშინ ვფიქრობდი, რომ ყველაფერში ახალკაცი იყო დამნაშავე, რომ მწვრთნელი გადამეკიდა და ამითვალწუნა… წლების შემდეგ, როცა ერთად ვმუშაობდით ფეხბურთის ფედერაციაში, ბატონ ნოდარს ვკითხე, 1978-ში ასე რატომ მომექეცით-მეთქი. იცით რა მიპასუხა? ძალიან კარგად ვიცოდი რას აკეთებდი, ვისთან იყავი და იმასაც ვხვდებოდი, რომ ფეხბურთმა შენთვის მეორე პლანზე გადაინაცვლა, სწორედ ამიტომ გადაგიყვანე სათადარიგოებში, სხვანაირად არაფერი გეშველებოდაო. როგორია? სამწუხარო ისაა, რომ ბატონი ნოდარ მართალი იყო…

1979 წლის სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამიცდა. მოსკოვის „დინამოსთან” მატჩში დავშავდი – ვალერი გაზაევს ვმეურვეობდი და ამ დროს ჩვენს მეკარეს დავით გოგიას შევეჯახე. კბილები ჩამემტვრა, სახე ვიტკინე, ყველაზე უარესი კი, რაც დამემართა, ტვინის შერყევა იყო. საკმაოდ დიდი დრო გამიცდა, მერე მენისკიც დამემართა და… იმ წელს პირველად გავედით ჩემპიონთა თასზე, მე კი „ლივერპულთან” შეხვედრები გამოვტოვე. ეგ კი არა, თასის ფინალშიც ვერ ვითამაშე…

მანუჩარ მაჩაიძის „დინამოდან” გაშვება ბევრისთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო – ის ხომ ჩვენი კაპიტანი გახლდათ! თუმცა ასეთი რადიკალური ნაბიჯებით ჩვენთან ვის გააკვირვებდი? თავის დროზე დაახლოებით ასე მოექცნენ მიხეილ მესხს და მურთაზ ხურცილავას… მაჩაიძის წასვლის შემდეგ „დინამო” ახლებურად ათამაშდა, ამან კი რაც მოგვიტანა, კარგად იცით: თითქმის ერთ წელიწადში თასების მფლობელთა თასი ავიღეთ!

დიუსელდორფში გამარჯვების შემდეგ ბევრმა თქვა, დიდი ამბავი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კლუბს მოუგესო. ამას შურიანი ხალხი ამბობდა, თორემ როგორ შეიძლება შენი თანამემამულეების ასეთი გამარჯვება გეწყინოს? თანაც, მერე რა რომ „კარლ ცაისი” ევროგრანდი არ იყო? ხომ არ გავიწყდებათ, როგორი კლუბები ჩამოიცილა ფინალამდე – „რომა” და „ბენფიკა”! გერმანელები ძალიან კარგად თამაშობდნენ და გუნდიც შესანიშნავი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.

იენელები ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ თასს აიღებდნენ. ამას არც მაშინ მალავდნენ, 1981 წლის მაისში. ეგ კი არა, წლების შემდეგ, როცა ვეტერანებმა რამდენჯერმე ვითამაშეთ, გვითხრეს – დღემდე არ გვჯერა, რომ დიუსელდორფში თქვენთან დავმარცხდითო…

იმ „დინამოს” მთავარი პლუსი? ერთსულოვნება! გარდა იმისა, რომ ერთი თაობის ბიჭები ვიყავით, ძალიან ახლო ურთიერობა გვქონდა – ოჯახებით ვმეგობრობდით, ამას კი გადამწყვეტ მომენტში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! ეგეც არ იყოს, ინდივიდუალურად ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავდა! როცა ერთ გუნდში დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, შოთა ხინჩაგაშვილი და თენგიზ სულაქველიძე თამაშობენ, იქ წარმატება რა გასაკვირია?!

„კარლ ცაისთან” საფინალო სასტვენის შემდეგ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ. მინდოდა ყველაფერი გამომეხატა და ყველას მოვფერებოდი, ყველასთვის გამეზიარებინა ჩემი განწყობა… ჰოდა, მივედი ოპერატორთან და ყველა მაყურებელს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე – ვიცოდი, მთელი საქართველო ტელევიზორთან იქნებოდა… უამრავმა უცნობმა მითხრა, რომ იმ კადრის დანახვისას იტირა…

ამბობენ, რომ ფინალის შემდეგ, გასახდელში, დიდი სმა ატეხილა, რომ ყველა ფეხბურთელს დაუცლია შამპანურით სავსე თასების თასი. ეს ტყუილია, ასე არ ყოფილა: ის თასი ერთხელ გაივსო ფრანგული შამპანურით და სანახევროდ დაიცალა. ფინალიდან 5 დღეში კიევში გველოდა მატჩი და მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ გახარებულები ვიყავით, ბოლომდე არ მოვდუნებულვართ.

დასამალი არაფერია: ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი დათო იყო! ის ტალანტი გახლდათ, მსოფლიო დონის მოთამაშე, რომელსაც საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მესვეურთა გულგრილობა რომ არა, 1982 წელს ესპანეთში უნდა გაებრწყინა! ვლადიმერ გუცაევიც დიდებული ფეხბურთელი იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ იმდენს ვერ მიაღწია, რამდენიც შეეძლო. რამაზ შენგელიაზე არაფერს ვამბობ: დატანჯული ვყავდი, ვარჯიშებზე ახალკაცი მის „დაჭერას” მავალებდა და მისი დევნის შემდეგ ორი დღე ღვიძლი მტკიოდა ხოლმე! რომ ვფიქრობ „დინამოში” რა ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი, ვხვდები, რომ ძალიან გამიმართლა.

იმ დროის საბჭოთა ფორვარდებიდან საუკეთესო, ნომერ პირველი ოლეგ ბლოხინი იყო! ამას წყალი არ გაუვა. შედეგები ხომ ყველაფერზე მეტყველებს – კაცმა ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიგო! ეგეც არ იყოს, ლამის 16-17 წელი ითამაშა უმაღლეს დონეზე…

საბჭოთა კავშირის ნაკრებში ერთადერთხელ ვითამაშე, მაგრამ როგორ შეხვედრაში – დიეგო მარადონას არგენტინის წინააღმდეგ! იმ შეხვედრაში ბოლო 8 წუთი ჩავერთე – ლეონიდ ბურიაკი შევცვალე… მატჩის წინ, როცა დიეგო მინდორზე გამოჩნდა, ასე მეგონა სიზმარში ვიყავი – სტადიონმა ზანზარი დაიწყო! იმ მატჩში მას სულაქველიძე მეურვეობდა და ერთ მომენტში თენგიზმა წააქცია. უნდა გენახათ რა ამბავი ატყდა – ტრიბუნების მსგავსი რეაქცია არც მანამდე მინახავს და არც მას შემდეგ! მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ჩვენგან გოლი, თუ სწორად მახსოვს, ხორენ ოგანესიანმა გაიტანა…

არგენტინაში დაგეგმილი მეორე შეხვედრის წინ თავი შეუძლოდ ვიგრძენი და ვალერი ლობანოვსკის დასვენება ვთხოვე. ეს იყო და ეს – გუნდში ადგილი დავკარგე, არადა, იმ ტკივილებისთვის რომ გამეძლო, ეგებ, მსოფლიო ჩემპიონატზეც მეთამაშა – ესპანეთამდე ხომ რამდენიმე თვე რჩებოდა! ვერ ვიტყვი, რომ ქართველობის გამო დამჩაგრეს, უფრო ჩემი ბრალია ასეთი შანსი ხელიდან რომ გავუშვი. მეტი უნდა მომენდომებინა.

მიუხედავად იმისა, რომ 1982-ის გაზაფხულზე ლიეჟის „სტანდარდთან” თასების თასის ნახევარფინალში ორივე შეხვედრაში დავმარცხდით, ვთვლი, რომ ბელგიელებთან გამარჯვება შეგვეძლო. ჩვენთვის მათი ტაქტიკა, რაც თამაშგარე მდგომარეობის ხელოვნურად შექმნას ეფუძნებოდა, აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა – ვერაფერი დავუპირისპირეთ. ფინალის საგზური ტაქტიკური მოუმზადებლობის გამო დავკარგეთ, არადა, მანამდე დაუმარცხებლები ვიყავით.

სექტემბერში უეფას თასზე „ნაპოლის” გადავეყარეთ. ძლიერი კლუბი იყო, სადაც რამონ დიასი და რუუდ კროლი ბრწყინავდნენ. თბილისში 2:1 მოვიგეთ და სწორედ იმ შეხვედრაში გავიტანე ჩემი პირველი და უკანასკნელი ოფიციალური გოლი – უმცროსი მიხეილ მესხი ფლანგზე გაიჭრა, მერე საჯარიმოში ჩააწოდა, მე შეტევაში ვიყავი ჩართული, ვიაქტიურე და გოლიც შევაგდე! მანამდე „დინამოს” მაისურით მხოლოდ ერთი ბურთი მქონდა შეგდებული, ისიც ამხანაგურ შეხვედრაში, ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – 1977 წელს ბელგიის „ბევერენ ვაარასის” კარი დავლაშქრე… ჩვენ „ნაპოლი” უნდა გაგვევლო, მაგრამ რად გინდა? ნეაპოლში მსაჯმა ალექსანდრე ჩივაძის ისეთი გოლი გააუქმა, მივხვდით, რომ უშანსოდ ვიყავით.

„დინამოდან” 1982 წლის ბოლოს წავედი. არადა მხოლოდ 29 წლის ვიყავი, თანაც ზედიზედ მეორედ დამასახელეს ჩემპიონატის „33 საუკეთესო” ფეხბურთელს შორის. მიზეზი? მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთს პირველი ადგილი აღარ ეკავა. დამთავრდა თუ არა ჩემპიონატი, გუნდის პირველივე კრებაზე გამოვაცხადე გადაწყვეტილება. ახალკაცს არაფერი უთქვამს, ჩუმად იჯდა. სამაგიეროდ სპორტკომიტეტის მაღალჩინოსნებმა გამოიდეს თავი: შენი გამოცდილება კლუბს ძალიან სჭირდება, დარჩი, ყველა პრობლემას მოგიგვარებთო, მაგრამ გადაწყვეტილება აღარ შევცვალე.

„დინამოს” მერე ქუთაისის „ტორპედო” იყო, თუმცა იქ მხოლოდ ექვსჯერ ვითამაშე და კარიერაც დავასრულე. ოჯახთან ყოფნა მინდოდა, ბავშვები მენატრებოდა, ფეხბურთელობისას კი თვეების მანძილზე შეკრებას გავდიოდით და… მაგალითად, იაკუშინს ძალიან უყვარდა ზღვა და ლამის სამი თვით მივყავდით შეკრებაზე.

1986 წლიდან კახი ასათიანის თანაშემწე ვიყავი „დინამოში”, მოგვიანებით კი „ნორჩ დინამოელში” ბავშვებს ვავარჯიშებდი. სხვათა შორის, ჩემი უფროსი ვაჟი გიორგიც ამავე სკოლაში მუშაობდა“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17 სექტემბერი, 2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026

თემური და სესილია

„შემთხვევა“ ფილარმონიაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17.09.2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს სხდომაზე: რუსეთი ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას

20:31; 17.09.2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო