სირიაში საომარი ქმედებები ისევ გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სირიის სამხედრო წარმომადგენლების თქმით, ჰამას და ალეპოს პროვინციებზე საჰაერო იერიში გახორციელდა.
სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, თავდასხმის შედეგად 26 პრო-სამთავრობო მებრძოლი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ირანელია.
მაუწყებლის ცნობით, ვინ გაახორციელა თავდასხმა ამ დროისთვის უცნობია.