ბორჯომში, საკირეს ტყეში გუშინ საღამოს გაჩენილი ხამძრის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა ცოტა ხნის წინ შეძლეს.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის ადგილას 100-მდე მეხანძრე მაშველი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.
„ხანძარი ბორჯომში ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მოწმდება თითოეული კუთხე. 100-მდე მეხანძრე-მაშველი შემთხვევის ადგილას, პრევენციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან“, _ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.