“გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული რამდენიმე თანამდებობის პირის ვინაობა.
დღეს, საკონკურსო კომისიის ბოლო სხდომა ჩატარდა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს გამარჯვებულ პირებთან დაკავშირებით, თუმცა, ოფიციალური შედეგები და კომისიის სხდომის ოქმი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირებისთვის.
როგორც ჩვენთან საუბრისას კომისიის წევრები განმარტავენ, აღნიშნულ პირებს სხვა მონაწილე პირებთან განსხვავებით მაღალი შეფასებები ჰქონდათ.
_ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს მარინა ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.
_ ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის პოსტზე გოგი ინწკირველი დაინიშნება, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსად კი ალეკო მამეშვილი.
ჩვენთვის, ასევე, ცნობილი ხდება, რომ ჩავარდა კონკურსი მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსის პოსტზე, რადგან მონაწილე პირებმა ზღვარი ვერ გადალახეს და აღნიშნულ ადგილზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.
ასევე, ექსკლუზიურად ხდება ცნობილი “გურია ნიუსისთვის“, რომ მერის წარმომადგენელი ქალაქ ოზურგეთში ავთო სვანიძე იქნება.
კონკურსი გამოცხადებულია იყო, ასევე, ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელის და თანაშემწეების პოსტზე.