კომპანია „m2 უძრავი ქონება“ ზამთრის კურორტ გუდაურში სასტუმროს შეძენის შესახებ აცხადებს. m2-მა მშენებარე სასტუმროს შესყიდვისთვის ჯამურად $7,2 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. 134 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას „m2 უძრავი ქონების“ სამშენებლო კომპანია „BK Construction“-ი დაასრულებს. არსებული გეგმის მიხედვით სასტუმრო პირველი დამსვენებლების მიღებას მიმდინარე წლის ზამთრის საკურორტო სეზონის დასაწყისში, 2018 წლის დეკემბერში შეძლებს.
სასტუმროების ქსელის განვითარება m2-ის სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. კომპანიის მიერ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, m2 მომდევნო სამი წლის განმავლობაში სასტუმროს ნომრების 1000-მდე გაზრდას გეგმავს.
„მოხარული ვარ, რომ m2 ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კურორტზე, გუდაურშიც იქნება წარმოდგენილი და დამსვენებლებს კომფორტულ გარემოსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აქაც შესთავაზებს. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისევე გუდაურისთვისაც“, – აცხადებს კომპანია „m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე. (R)