გურჯაანის სოფელ შაშიანში სუპერმარკეტში მდებარე „თიბისი“ ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს.
აპარატიდან წაღებული თანხის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.