ევროპის ყველაზე ექსტრემალი კაიაკერები დღეს მდინარე ბჟუჟზე დაეშვნენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატი Bzhuzha Race დაიწყო. შეჯიბრში მონაწილეობას ევროპის 9 ქვეყნის 100-მდე საუკეთესო კაიაკერი ღებულობს ისეთი ძლიერი გუნდებიდან, როგორიცაა: Adidas Outdoor, ExoKayak, Red Bull International, S2S Pro Team და ZetKayaks. წელს პირველად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ. Bzhuzha Race-ი ოფიციალურად გახდა ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატის (EKEC) წევრი. EKEC მოიცავს 5 ჩემპიონატს, რომელსაც საქართველოს გარდა ევროპის 4 ქვეყანა უმასპინძლებს: საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია და ჩეხეთი. დღეს ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ექსტრემალური შეჯიბრი ოფროუდში, რომელშიც გურიის ოფროუდ ფედარაციისა და აჭარის ოფროუდ კლუბის წევრები ჩაერთვებიან. კაიაკერების სასტარტო დაშვებას დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე დაესწრო. კაიაკინგის ჩემპიონატი მდინარე ბჟუჟის უნიკალური ტექნიკურმა მონაცემების გამო ოზურგეთში 2016 წლიდან იმართება რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ბჟუჟის ხეობის ცნობადობა, მიიქცია ევროპის სპორტული წრეების ყურადღება, რაც Bzhuzha Race-ისთვის ევოპის ჩემპიონატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა.ფედერაციის პარტნიორები და თანაორგანიზატორები არიან მსოფლიოს გამოჩენილი კაიაკერების ჯგუფები, რომლებიც რანგით მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში შედიან და წარმოადგენენ Adidas Outdoor – ის გუნდს, რაც აღნიშნულ ღონისძიებას სტატუსსა და მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობას მატებს. Bzhuzha Race-ი, საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ადგილობრივი და უცხოელი სპონსორების მხარდაჭერით ტარდება. ჩემპიონატის გახსნის ცერემონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებების ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრის გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან. (R)
(R)