https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ჩვენო გურამ, შენი ვერცხლი ოქროს გვირჩევნია, მშვიდობით დაგვიბრუნდი“

9:05; 5.05.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ მოგონებებში ერთ ცნობილ ქართველ ფალავანს და მის სპორტულ კარიერას გავიხსენებთ. ბატონ გურამ საღარაძეს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.

მსოფლიო პირველობების ორგზის გამარჯვებული და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი იმ დროს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მოჭიდავედ ითვლებოდა. მართალია, ოლიმპიურ ჩემპიონობას ვერ შესწვდა, მაგრამ ამ მიზანს მოგვიანებით მაინც მიაღწია. რაც თავის დროზე გურამ საღარაძემ ვერ მოახერხა, მისმა გაწვრთნილმა დავით გობეჯიშვილმა შეძლო და ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.

ბატონი გურამ საღარაძე დღეს ჩვენი სტუმარია.

„თბილისის მერვე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. სპორტის კუთხით მართლა ძალიან პროგრესული სასწავლებელი იყო. სხვათა შორის, ჩვენთან სწავლობდნენ შემდგომში ცნობილი მოკრივეები გივი მუხაძე, კოკა მუჯირი, ტანმოვარჯიშეები რუსლან და დავით პერტენავები, მოფარიკავე არჩილ გოგელია… მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული სპორტსმენი ვიყავი, კარგადაც ვსწავლობდი – სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე. ცხადია, ეს არაჩვეულებრივი პედაგოგების დამსახურება იყო, სკოლის დირექტორი კი ყველასთვის საყვარელი მიხეილ სიხარულიძე გახლდათ. მოსწავლეები მას მეტსახელად „დობრი მიშკას” ვეძახდით. ტკბილად მახსენდება ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი აკაკი კუტივაძეც და საერთოდ, გამიჭირდება ყველას ჩამოთვლა – მათგან კონკრეტული საგნის გარდა ზრდილობას და ადამიანობასაც ვსწავლობდით.

სანამ ჭიდაობაზე შევიდოდი, ერთი წელი ტანვარჯიშზე დავდიოდი მაშინდელ კიროვის პარკში, „ბურევესტნიკის” სპორტულ დარბაზში. მაგრამ ჩემი გული მაინც ჭიდაობას ეკუთვნოდა და ამიტომ, მამას ვთხოვე და მანაც ჭიდაობაზე გადამიყვანა. რესტორანი „არაგვი” რომ იყო მტკვრის სანაპიროზე, სწორედ იქ მდებარეობდა დარბაზი: პირველ სართულზე მოკრივეები ვარჯიშობდნენ, მეორეზე _ ჩვენ, მოჭიდავეები. ჩემი პირველი მწვრთნელი არაერთი შესანიშნავი ფალავნის აღმზრდელი შალვა ნოზაძე გახლდათ.

სკოლის დასრულებისთანავე ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და რამდენიმე დღეში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უკრაინაში, ოდესაში წავედი ჩემს პირველ „დიდ” შეჯიბრებაზე. გუნდში ძლიერმა მოჭიდავეებმა მოვიყარეთ თავი: ვლადიმერ რუბაშვილი, ჯუმბერ დავლიანიძე, ნუგზარ გოგიბედაშვილი, ლერი ძაგანია, ზაურ ძიძიკაშვილი, ქართლოს გილაური.

იმ დროს უკვე „პეტრეს დარბაზში” ვვარჯიშობდი, უფროსების მხარდამხარ. ჩვენი კლუბი ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარეობდა, გაუქმებულ ეკლესიაში, „პეტრეს დარბაზი” კი ცნობილი მწვრთნელის პეტრე იორდანიშვილის საპატივცემულოდ ეწოდა. ჩვენ, ახალგაზრდა ბიჭები დიდი აღტაცებით შევცქეროდით აღიარებულ ფალავნებს: დავით ციმაკურიძეს, მირიან ცალქალამანიძეს, ვახტანგ ბალავაძეს, გიორგი სხირტლაძეს… იქვე ვარჯიშობდნენ „კლასიკოსებიც”: გივი კარტოზია, ავთანდილ ქორიძე, როსტომ აბაშიძე, რომან ძნელაძე… მოკლედ, „პეტრეს დარბაზი” მოჭიდავეების ნამდვილი „მექა” იყო

1958 წელს, 19 წლისა, საკავშირო ნაკრების კანდიდატთა შორის მოვხვდი, 60-იან წლებში კი გუნდის მუდმივი წევრი ვიყავი. მე, რუბაშვილმა, ბერიაშვილმა და მოგვიანებით გუნდში დამკვიდრებულმა შოთა ლომიძემ საკავშირო ნაკრებში უმტკივნეულოდ შევცვალეთ სახელოვანი ქართველი ფალავნები.

60-იან წლებში საქართველოში მოჭიდავეთა ძალიან ძლიერი თაობა იყო. საკავშირო ნაკრების წევრები ხომ ჩამოგითვალეთ, მაგრამ მათ გარდა გამოირჩეოდნენ ზაურ შეყრილაძე, ზაურ მჭედლიშვილი, სპარტაკ ქარსაულიძე… სხვათა შორის, ძიუდოსგან თავისუფალ დროს ანზორ კიკნაძეც ჩვენთან ჭიდაობდა. ერთი სიტყვით, სანამ საკავშირო ნაკრებამდე მივიდოდით, საქართველოში გვიწევდა მძაფრი კონკურენციის დაძლევა.

იმ დროს სსრკ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ დიაკინი იყო, ძალიან კარგი ადამიანი და თავის საქმის პროფესიონალი. დიაკინი ქართველებისადმი ყოველთვის კარგად იყო განწყობილი – შორს იდგა რუსული შოვინიზმისგან და ამიტომ, რუსეთში ზურგსუკან „კავკაზკი პლენნიკს” ეძახდნენ. დიაკინი პირველ რიგში მოჭიდავის ოსტატობას უყურებდა და არა ეროვნებას. ამიტომაც იყო მის დროს საკავშირო ნაკრები მრავალეროვანი და… ძალიან შეკრულიც!

მე ვახტანგ ბალავაძის წონაში ვჭიდაობდი. ბატონ ვახტანგს „ჭიდაობის პროფესორს” ეძახდნენ და ახლა თავად მიხვდით, რას ნიშნავდა ჩემთვის მის წონაში გამოსვლა. ბალავაძე რომ წავიდა, ამ წონაში უძლიერესებად მიხეილ ბეკმურზოვი და გარსევან ნებიერიძე ითვლებოდნენ. ეს უკანასკნელი კიევის სახელით ასპარეზობდა. ორივე სამ-სამჯერ იყო საკავშირო ჩემპიონი. აი, ასეთ მეტოქეებთან მიხდებოდა ნაკრებში დამკვიდრება.

ყველაზე მწარედ ნებიერიძესთან წაგება მაგონდება. თუ არ ვცდები, საკავშირო ჩემპიონატის შეხვედრა იყო – კონტრილეთზე წამოვეგე და… ჩემთან გამარჯვების შემდეგ ნებიერიძეს დაუქადნია, საღარაძეს და ბალავაძეს სადაც შევხვდები, ყველგან მოვუგებო. მის ბაქიაობაზე მეტად ბატონი ვახტანგის ასე ზერელედ ხსენებამ გამაღიზიანა – რა საჭირო იყო ამ სიტყვების თქმა, „ჭიდაობის პროფესორი” ხომ იმ დროს ხალიჩაზე აღარ გადიოდა?! 1962 წელს გარსევანს ბაქოში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე შევხვდი და მოვუგე. იმ წამს მინდოდა დანაქადნი შემეხსენებინა, მაგრამ გული აღარ ვატკინე – წამოვაყენე და გადავეხვიე.

1963 წელს თბილისში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ირანის ნაკრებიც ჩამოვიდა. მათთან პაექრობა ერთგვარი გამოცდა იყო. მოვიგებდი? – ნაკრებისკენ გზა ხსნილი მქონდა! ჩემს წონაში ირანელებს სახელგანთქმული იმამ ალი ჰაბიბი ჰყავდათ, იმ დროისთვის მელბურნის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. ჰაბიბს ქართველი გულშემატკივარი მის შესახებ გადაღებული ფილმიდან – „მაზენდერანელი ვეფხვი” – იცნობდა. ძალიან ძლიერი ფალავანი იყო… პაექრობის წინ სიცხე მქონდა – გლანდები მაწუხებდა, თუმცა მაინც გავედი ხალიჩაზე და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ვაჯობე. მეორე დღეს სახელგანთქმული „წოპეს” კლინიკაში ამოვყავი თავი – გლანდები ამომაჭრეს. „წოპემ” ჩემი ყელი რომ ნახა, გაოცდა, ასეთი მდგომარეობით როგორ იჭიდავეო. რამდენიმე თვე დამჭირდა ფორმის აღსადგენად, თუმცა მწვრთნელებისთის ჰაბიბისთან ჩემი გამარჯვება საკმარისი გამოდგა და ნაკრებშიც პირველ ნომრად დავმკვიდრდი.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მუხლჩაუხრელად ვემზადებოდი. ოლიმპიადაზე მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით ჩავედი – 1963 წელს მოვიგე ტიტული და იაპონიაშიც ოქროს მედლის მთავარ ფავორიტად ვითვლებოდი. ჩემ გარდა ჩემპიონობის კანდიდატებად თურქ ისმაილ ოგანს და ირანელ მოჰამედ სანათქარანს განიხილავდნენ. სამივე დამაჯერებლად მივიწევდით წინ, გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი ოგანთან გადამხდა – ჩვენი ჭიდაობა ფრედ დასრულდა და რადგან მეტოქეზე 700 გრამით მძიმე აღმოვჩნდი, ოქროს მედალი მას გადაეცა. ოგანი ჩემს წინააღმდეგ სულ გაქონილი გამოვიდა – ჩავლებას ვერ ვახერხებდი, თან ორთაბრძოლას გაურბოდა. იმ დროს გაფრთხილებები რომ ყოფილიყო, მოგებას მე მომაკუთვნებდნენ, მაგრამ… ძალიან გულგატეხილი ვიყავი, ვერ წარმოიდგენთ ისე დამწყდა გული.

ოგანთან შეხვედრამდე ფილიპინელი ჯობ მაიო, ავღანელი შაქარ ხან შაქარი, კანადელი ფილიპ ობერლენდერი და ინდოელი მადხო სინგხი დავამარცხე, მოჰამედ სანათქარანთან კი მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს. სხვათა შორის, სინგხი ბეჭებზე დავდე. ვახტანგ ბალავაძე მიყვიროდა, შებოჭე, არ გაუშვაო, მაგრამ მთავარმა მსაჯმა მანიშნა და მეც შევეშვი. წამოვდექი და რას ვხედავ: გვერდითი მსაჯი სუფთა გდებას არ მითვლის! სინგხთან წმინდა მოგება რომ ჩამეწერა, ოგანთან ფრეს მიუხედავად, ჩემპიონი გავხდებოდი.

ჩვენ დროს ჭიდაობაში რამდენიმე უცნაური წესი იყო. მაგალითად, ტოკიოში ზარბეგ ბერიაშვილმა ექვსი შეხვედრა მოიგო, მაგრამ პრიზიორთა სამეულშიც ვერ მოხვდა, რომან რურუამ კი დაუმარცხებლად დაასრულა შეჯიბრება, თუმცა, ოქროს მედალი მის მეტოქეს, უნგრელ იმრე პოიაკს ერგო.

ტოკიოს ვერცხლის მედლის მოგების მეორე დღეს, გულდამძიმებულმა, თბილისიდან ჩემი უფროსი მეგობრების ეროსი მანჯგალაძის და დოდო აბაშიძის დეპეშა მივიღე: „ჩვენო გურამ, შენი ვერცხლი ოქროს გვირჩევნია, მშვიდობიანად დაბრუნდი სამშობლოში”! – იცოდნენ ჩემი ხასიათი და მამხნევებდნენ. 1965 წელს მსოფლიო ჩემპიონატს მანჩესტერმა უმასპინძლა. ოგანთან რევანში მწყუროდა, თუმცა ის ინგლისში არ ჩავიდა. ყველა დავამარცხე და მეორედ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი!

ტიტულებთან ერთად პოპულარულიც ვხდებოდი. იმის გამო, რომ ხშირად მიწევდა საწვრთნელი შეკრება, ინსტიტუტში ბევრი ლექცია მიცდებოდა, თუმცა საკუთარ თავს არ ვაძლევდი შეღავათის მოთხოვნის უფლებას. შეჯიბრებიდან დაბრუნებული წიგნებს ჩავუჯდებოდი და გაცდენილის ანაზღაურებას ვცდილობდი. მალე ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე გადავედი. იქაც შესანიშნავი პედაგოგები მყავდა: კათედრის გამგე ბორის ივანოვი, ლიდა წულუკიძე… სპორტსმენის კარიერა რომ დავასრულე, რამდენიმე წელი ჩემი სპეციალობით ვმუშაობდი: ჯერ ვარკეთილის ღვინის ქარხანაში, შემდეგ კი საკონდიტრო ფაბრიკა „მზიურში”.

1979-1980 წლებში საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი გახლდით. ახალგაზრდებს შორის ქვეყნის ჩემპიონატს ყვარელმა უმასპინძლა და სწორედ იქ აღმოვაჩინე დავით გობეჯიშვილი – დათო ქუთაისის სამშენებლო ტექნიკუმის სახელით გამოდიოდა. იქ მას შესანიშნავი მწვრთნელები ჰყავდა – მურად დოხტურიშვილი, მანამდე კი შურა მაისურაძე. ჩემი მოთხოვნით დათო თბილისში გადმოვიდა და როგორი სპორტსმენიც დადგა, კარგად იცით. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მან ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო, ვთვლი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მეტის მიღწევა შეეძლო. ისე, ძალიან ძლიერი კონკურენტები კი ჰყავდა ასლან ხადარცევის და ამერიკელი ბრიუს ბაუმგარტნერის სახით.

ბევრი მეგობარი მყავს. ვცდილობ მეგობრები კარგი ადამიანებიდან ამოვარჩიო. მეგობრის არჩევისას ჩემთვის ყველაზე მთავარი ადამიანურობაა – ცხოვრებაშიც და ურთიერთობაშიც. არ შემიძლია ვიღაცას პატივი ვცე თანამდებობის გამო, მით უმეტეს, თუ პიროვნება უზნეოა.

თბილისი ძალიან მიყვარს! ეს ქალაქი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან ჩემია. თბილისის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია – აქ ხომ ყოველი კუთხე-კუნჭული ასე ნაცნობია. და კიდევ: თბილისში რომ ურთიერთობებია, მსგავსი არსად მინახავს და მიგრძვნია.

საერთაშორისო შეჯიბრებებზე ყოველთვის საყვარელიძეების ოჯახიდან მაცილებდნენ. არ შემიძლია ტკბილად არ მოვიგონო ჩემი მეგობარი ივიკო საყვარელიძე, მამამისი – ბატონი დავითი, მისი დები… მათთან შეხვედრა, მათი დალოცვა და კეთილი სურვილები ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო.

გიტარა დღემდე ძველებურად მიყვარს. ახლა, ასაკში შესული რომ ვფიქრობ, მეცინება, შეკრებებზე გიტარით რომ მივდიოდი. რომ არა დროსტარებისადმი და მოლხენისადმი გადაჭარბებული სიყვარული, ალბათ, მსოფლიოს მეტი ოქრო მექნებოდა და ეგებ, კიდევ ერთ ოლიმპიადაზეც გავსულიყავი. თუმცა რაც იყო, იყო – ეტყობა ეს გზა უნდა გამევლო.

ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ. მიყვარს ყველაფერი ის, რითაც ლამაზია საქართველო. რა თქმა უნდა, ქეიფიც მიყვარს, სიმღერაც, თამადობაც, მაგრამ სამშობლოს სიყვარული ჭიქის აწევით და ლამაზი საუბრით კი არა, საქმით მტკიცდება. მეც სწორედ ამას ვცდილობ – ჩემი პატარ-პატარა საქმეებით სიკეთე მოვუტანო სამშობლოს.

სამეგობროში სახელგანთქმული თამადა ვარ, ამ საქმეში ჩემი მასწავლებელი კი საქვეყნოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მართლა შესანიშნავი თამადა სიმონიკა სხირტლაძე იყო. ასევე შესანიშნავად იციან სუფრის გაძღოლა ჯემალ ჭკუასელმა და ანზორ ერქომაიშვილმა. საერთოდ, ჩემი შეხედულებით, თამადობა ერთგვარი კოდექსია, სადაც ზედმიწევნით კარგადაა დაცული სუფრასთან ქცევის წესი, უფროს-უმცროსობა, წარსულისადმი პატივის მიგების ტრადიცია… მე თუ მკითხავთ, ჩვენ, ქართველები რომ აქამდე მოვედით, ქართული სუფრის დამსახურებაცაა.

ვისურვებდი, რომ ქართველები, პირველ რიგში მაღალზნეობრივნი იყვნენ, ეროვნული ტრადიციების ერთგულნი. რა თქმა უნდა, სიახლეც უნდა შეითვისონ, მაგრამ ფესვებს არ უნდა მოსწყდნენ. საერთოდ, ასე მგონია, რომ ფართოდ უნდა გავუღოთ კარი იმ პროგრესს, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს ამშვენიერებს და უკეთესობისკენ ცვლის“.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მოიგო

00:45; 1 სექტემბერი, 2026
სპორტი

ოქროს მედალი და მე-6 ადგილი: ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს

21:34; 23 აგვისტო, 2026

აშშ-ს 57 000-ზე მეტი ადამიანი დატოვებს

მეორე საჯარო სკოლის გუნდი ოზურგეთის ჩემპიონია

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო