ანზორ ებრალიძე, ლანჩხუთი:
_ აქამდე არ იყო?!
ქეთინო ფირცხალაიშვილი,ლანჩხუთი:
_ ეტყობა, გაუჭირდა “ოცნებას”.
თორნიკე ჯიჯიეშვილი, ლანჩხუთი:
_ ვფიქრობ, არსად წასულა ივანიშვილი. ასე რომ, მისი დაბრუნებაც ფიქტიურია. ისე, სასაცილოა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკოსია.
რუსუდან მანაგაძე, ლანჩხუთი:
_ დიდი ალბათობით, “ოცნებაში” მიმდინარე პროცესების გამო დაბრუნდა.
გედეონ თალაკვაძე, ოზურგეთი:
_ ძალიან კარგია.
ავთო ლომინაძე, ოზურგეთი:
_ საჭიროა, მოვიდეს.
არჩილ ურუშაძე, ოზურგეთი:
_ მე მიყვარს ეს კაცი…
ზურაბ კუპრაძე, ოზურგეთი:
_ სანამ “ოცნება” იქნება, ისევ მან უნდა მიხედოს.
ნარი გელაშვილი, ოზურგეთი:
_ ბიზნესმენია და რა უნდა პოლიტიკაში?!
მარიამ ქვილითაია, ოზურგეთი:
_ სულ არ მაინტერესებს.
ეთერ ჯაში, ოზურგეთი:
_ არ მაქვს მაგის იმედი.
ნონა ვაშაყმაძე, ოზურგეთი:
_ ვფიქრობ, საჭიროა.
მინდია თავაძე, ოზურგეთი:
_ კარგია ეს ამბავი.
ლელა ძნელაძე, ჩოხატაური:
_ ადრე არ უქნია სიკეთე და ახლა რაღა უნდა გააკეთოს! უარესადაა ქვეყნის საქმე. თუ დაბრუნდება მხოლოდ იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” დაშლას გადაარჩინოს.
ნინო შუკაკიძე, ოზურგეთი:
_ თუ უნდა, დაბრუნდეს. რა ვიცი…
ნანი წითლიძე, ოზურგეთი:
_ იზამს რამეს სასიკეთოს?
შოთა სალუქვაძე, ოზურგეთი:
_ ქველმოქმედება გააგრძელოს, ის ჯობს.
შორენა გვილავა, ოზურგეთი:
_ საჭიროა მისი მოსვლა.
ბიძინა ცინცაძე, ჩოხატაური:
_ დადებითად.
გიორგი რამიშვილი, ჩოხატაური:
_ ქვეყანა ჩიხშია შესული და მისი დაბრუნებით გვეშველება? პირველ რიგში, საწარმოები უნდა ამუშავდეს და ადამიანები დასაქმდეს! რატომ გაედინება მოსახლეობა სამუშაოდ თურქეთში?! როგორ ფიქრობთ _ თურქეთი, საბერძნეთი, იტალია უნდა ასაქმებდეს ქართველებს? იმან რა ქნას, ვისაც ხელფასი და პენსია აქ აქვს? რით მოიპოვოს ლუკმა-პურის საყიდელი თანხა?! ყველა ხომ ვერ ივაჭრებს?