რიმა ქარცივაძე, ოზურგეთი:
_ დამაკმაყოფილებლად.
გია ჩხაიძე, ოზურგეთი:
_ ძველბიჭობა და პრეზიდენტი არ ვიცი მე!
ლევან კობალავა, ოზურგეთი:
_ ცუდად ვაფასებ.
ჟუჟუნა თხილაიშვილი, ოზურგეთი:
_ მომწონს. კარგად ვუყურებ მაგ კაცს.
ვალერიან განდელიანი, ოზურგეთი:
_ მე რა ვიცი.
მაგული საჯაია, ოზურგეთი:
_ კეთილი კაცია.
ბადრი ქუტიძე, ოზურგეთი:
_ საშუალოდ ვაფასებ.
ნანული ზაქარიაძე, ოზურგეთი:
_ მე ძალიან მიყვარს ჩემი პრეზიდენტი.
იამზე ბაჯელიძე, ოზურგეთი:
_ არ მომწონს მისი მუშაობა.
მათე სკამკოჩაიშვილი, ოზურგეთი:
_ უკომენტაროდ.
ამირან მაჭარაშვილი, ოზურგეთი:
_ საშუალოდ.
ვლადიმერ ჟვანია, ოზურგეთი:
_ დადებითად, ჩვენი არჩეულია.
რობერტ წილოსანი, ლანჩხუთი:
_ უფუნქციო პრეზიდენტი გვყავს, სხვა რა უნდა ვთქვა.
მანანა ორაგველიძე, ლანჩხუთი:
_ არ ვერევი პოლიტიკაში.
ლია შავიძე, ლანჩხუთი:
_ არ მაქვს პასუხი.
ლერი ჯანაშია, ლანჩხუთი:
_ მგონი, ჯობია, საერთოდ არ გვყავდეს პრეზიდენტი _ დაკნინებულია ეს ინსტიტუტი.
ნინო ჩხიკვაძე, ჩოხატაური:
_ ნორმალურად. რაც შეუძლია, მგონი, აკეთებს.
შოთა აბუსერიძე, ჩოხატაური:
_ დადებითად.
შეით თამაზაძე, ჩოხატაური:
_ კარგად.
ნანული სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ საშუალოდ. არც აღფრთოვანებული ვარ და არც უკმაყოფილო.