ტელეკომპანია იმედის ეთერში გიორგი მარგველაშვილი პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ დათანხმდა მმართველი გუნდის შემოთავაზებას სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, დებატებს არ გაურბის. ამასთან, მარგველაშვილს საკითხთან დაკავშირებით თავის მართლება კომიკურად ეჩვენება. ,,ჩემი მხრიდან კომიკური იქნება, ვიმართლო თავი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას არ ვუჯდები დებატებში, ან რომელიმე მწვავე კითხვას პირდაპირ ეთერში არ ვპასუხობ“, _ განაცხადა პრეზიდენტმა.
,,რამდენიმე წელია დებატებში ვზივარ ეთერში, აქედან გამომდინარე, თავის მართლება, რომ არსად გავრბივარ, არარეალურია, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ვითხოვდი წინასწარ გამოცხადებულ დებატებს პარლამენტში. ჩემი მხრიდან კომიკური იქნება, ვიმართლო თავი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას არ ვუჯდები დებატებში, ან რომელიმე მწვავე კითხვას პირდაპირ ეთერში არ ვპასუხობ, მათ შორის, ყველა ტელევიზიაში, სადაც დავდივარ. ჩემნაირად გახსნილად და ინტერნსიურად ვინ დადის მედიაში? არსებობს პოლიტიკური კონიუქტურა და პოლიტიკური თამაშის წესები. მე ვერ შევუქმნი რეიტინგს იმ ხალხს, ვინც გუშინ ეს ნაბიჯი გადადგა“, _ განაცხადა მარგველაშვილმა.