სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი და საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ნოკოლ ფაშინიანი აირჩია. სომხური პრესის ინფორმაციით, ფაშინიანის კანდიდატურას მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 დეპუტატი იყო.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანური 23 აპრილის შემდეგ გახდა, როდესაც საპროტესტა აქციის მონაწილეების მოთხოვნის შედეგად სერჟ სარგისიანმა, მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა.