პროექტ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში, ანსამბლი “ერისიონი” საქართველოში ტურნეს იწყებს. პირველი კონცერტი გურიაში, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში 17 მაისს გაიმართება.
“ქართული საგანძური” _ ასე ჰქვია პროგრამას, რომლითაც ანსამბლი გურული მაყურებლის წინაშე წარსდგება.
კონცერტი 17 მაისს, 5 საათზე დაიწყება.
ბილეთების გაყიდვა, რომლის ფასი 10-15 ლარია, ხელოვნების სასახლის სალაროებში უკვე დაწყებულია.