ნეონაცისტური ჯგუფის წევრები, რომლებიც „თეთრი ხმაურის მოძრაობას“ უპირისპირდებიან „შავ პერანგიანი რაზმების“ ჩამოყალიბებას გეგმავენ. როგორც მოძრაობის ლიდერმა გიორგი ჭელიძემ განაცხადა, ეს არის საკმაოდ მომზადებული რაზმები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ დაპირისპირებაში ჩართვა და სწორედ მათი მეშვეობით დაუპირისპირდებიან ისინი “თეთრი ხმაურის მოძრაობას.”
„ჩვენ გვყავს ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული შავპერანგიანები. ეს არის მომზადებული რაზმები. ეს არის მომზადებული რაზმები, რომელსაც კანონის შესაბამისად, შეუძლია ასეთ დაპირისპირებაში ჩართვა. ჩვენ ახლა ვინც არიან აქ მამაკაცები, ნამდვილი ქართველები, ვაჟკაცები წინაპრების ღირსეული გამაგრძელებლები, ჩვენ ვიწყებთ ჩამოყალიბებას რაზმების და ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ნარკომოვაჭრეები და ლგბტ პროპაგანდისტები დღის წესრიგს საქართველოში ვერ წაიყვანენ. დღის წესრიგი გვეკუთვნის ჩვენ. სიკვდილი მტერს,“-განაცხადა „საქართველოს სამოქალაქო ერთობის“ ლიდერმა გიორგი ჭელიძემ.
აქციის წევრების თქმით, გარდა იმისა, რომ თეთრი ხმაური მხარს უჭერს ნარკორეალიზატორებს და ლგბტ საზოგადოებას, მათ შეურაცხყვეს 9 აპრილის მემორიალი.