თბილისში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.
“გუშინ დილიდან ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც ახალგაზრდები, ჩვენი შვილები დღეს და გუშინ ქუჩაში ასე ემოციურად საუბრობენ. გუშინ საღამოსვე კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება და მოუწოდა ახალგაზრდებს გაერთიანდნენ იმ უმძინეს დანაშაულთან ბრძოლაში რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ქვია და რასაც ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
ის რომ სახელმწიფოს ექნება მკაცრი პოზიცია ნარკორეალიზატორების მიმართ და ჰუმანური მომხმარებლების მიმართ არაერთხელ მაქვს ნათქვამი და დღესაც ვადასტურებ. მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ ჩემო შვილებო, ახლაგაზრდებო, ჩემო მეგობრებო, თქვენ ხართ ხვალინდელი დღე. მე ვარ გარანტი რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვის გამოხატვასა და თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. ეს არის ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება სრულიად სამართლიანად ამაყობს და ეს თქვენი მონაპოვარიც არის. ის რომ ადამიანი ჩვენი პრიორიტეტია გასული საათების განმავლობაში დადასტურდა. სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ რომ უზრუნველყონ თქვენი აზრის გამოხატვა ამ ფონზე როცა სახელმწიფო მოწოდებულია ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად კატეგორიულად მიუღებელია და დაშუვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა მოვუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები. ყველა მხარეს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, მაგრამ დაპირისპირებას არ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით ყველას, შევინარჩუნოთ ერთიანიობა ერთი საერთო მიზნისკენ რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო, გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად”,_განაცადა პრემიერმა.
შეგახსენებთ,რომ აქცია თბილისში პარლამენტთან “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” მას შემდეგ დაიწყო რაც 12-ში ღამით პოლიციამ კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა.
ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე პრემიერის გადადგომას ითხოვენ და ყველა იმ პასუხისმგებელი პირის დასჯას, ვინც კლუბებზე იერიშის მიტანაში მონაწილეობდა. დღეს კი პარლამენტის მიმდებარედ თეთრი ხმაურის კონტრაქცია დაიწყო.