პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, მაქსიმალუარდ გააქტიურდნენ და ადამიანების უფლებები დაიცვან. ,,აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, _განაცხადა კვირიკაშვილმა
,,მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები. ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, _ განაცხადა პრემიერმა.