რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში მიმართვა გაჩნდა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს, 6 საათზე შეიკრიბონ ფილარმონიასთან.
“არ დაგავიწყდეთ! გადააზიარეთ! დღეს 6 საათზე, ყველა, ვინც ქართველად დარჩა, დღეს კიდევ, ფილარმონიასთან და მერე რუსთაველისკენ! ეს ქვეყანა დაბოლილ-და@@@@-მოლასლასე ავადმყოფების არააა!!!! _ ვკითხულობთ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის პირად გვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. „ქართული მარში“ ნეონაცისტური მოძრაობის წევრები დღეს შეკრებას და რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას გეგმავენ. ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით მივლენ.

































































