ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის მკვიდრი ემიგრანტის იტალიაში თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ამის შესახებ “kvira.ge” წერს.
გამომცემლობის ცნობით, თვითმკვლელობამდე, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილი შვილს საპატიმროში შეხვდა, რომელიც იტალიელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
როგორც იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აცხადებენ, ქალმა შვილთან დაკავშირებულ სტრესს ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
20 წლის გოგონა იტალიელმა სამართალდამცავებმა მოხუცის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს.
ფაქტი ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ მარკინა ფრანკაში მოხდა. სწორედ, ამ ქალაქშია დაპატიმრებული ქართველი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20 წლის გოგომ ის მოხუცი გაქურდა, სადაც თავად მუშაობდა და სახლიდან მამაკაცის დანაზოგი 60 000 ევრო მოიპარა.
მედიის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდამ ეს თანხა საქართველოში გადმორიცხა.
თუმცა, იტალიისა და საქართველოს სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, თანხა დაიბლოკა და პატრონს უკან დაუბრუნდა.
ქურდობის ბრალდებით დაკავებულის დედის, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილის თვითმკვლელობის შესახებ, ინფორმაცია გუშინ სოციალური ქსელით გავრცელდა.