ქართველმა სუმოისტმა ნაცუს ბაშოზე უბრძოვლელად გაიმარჯვა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ტოჩინოშინის მეტოქემ იაპონელმა კომუსუბიმ ენდომ გუშინდელ ბრძოლაში მარჯვენა ხელის ტრავმა მიიღო და დღეს, დოჰიოზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ლევან გორგაძეს ნაცუს ბაშოზე 7 მოგება დაუგროვდა და ტურნირს ერთპიროვნულად, დაუმარცხებლად ლიდერობს.
ტოჩინოშინის მაისის ბაშოზე დადებითი ბალანსის კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად მხოლოდ ერთი მოგება სჭირდება.
რანგით უფრო მაღალი ოძეკის წოდების მოპოვება კი 3 ბრძოლის გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი. ამჟამად ლევან გორგაძე ბაშოზე სეკივაკეს წოდებით ასპარეზობს.
ტოჩინოშინი კარიერაში მე-2 იმპერატორის თასის აღმართვისთვისაც იბრძოლებს, სადაც ჯერ-ჯერობით საქმეები კარგად მიდის.
ხვალ. გაზაფხულის ბაშოზე მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართება.