გურიაში საქველმოქმედო აქცია „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ გაიმართა, რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მაღაზიათა ქსელ “ჭიტას” ორგანიზებით მოეწყო.
გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
„დღეს ჩვენ ვიხილეთ უამრავი გახარებული და ბედნიერი ბავშვი. ვიზრუნეთ და გავულამაზეთ ერთი დღე პატარებს. ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მცხოვრებ 155 ბავშვს სხვადასხვა სახის საჩუქარი გადავეცით, რისთვისაც მადლობას ვუხდი სათამაშოების მაღაზიათა ქსელ “ჭიტას”, _ აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ. პატარებისთვის მუნიციპალიტეტებში ასევე მოეწყო კულტურული ღონისძიებებიც.
(R)