ზუგდიდის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ბოლო ზარის ჩატარების უფლება არ მისცა.
როგორც „პრაიმტაიმს“ სანდო წყარომ აცნობა, დოდო ცქვიტაიამ ბავშვები მხოლოდ იმისთვის დასაჯა, რომ ისინი ბოლო პერიოდში გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ.
წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში დღეს საგამოცდო პროცესიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ასევე, ცნობილია, რომ დოდო ცქვიტაია დაახლოებით 25 წელია აღნიშნული სკოლის დირექტორია და მისი მხრიდან ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა. როგორც ირკვევა, მსგავსი ფაქტი რამდენიმე წლის წინაც დაფიქსირებულა, თუმცა მაშინდელი მიზეზი უფრო მძმე და გაურკვეველია. ცქვიტაიამ 15 წლის წინ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ის შეკითხვა არ აპატია, რომელიც ე.წ მოსაკრებელს ეხებოდა. ბავშვების ინტერესი კი დირექტორის მიერ ყოველთვიურად თითოეული ბავშვიდან აღებულ თითო ლარს ეხებოდა, რომელიც თითქოს სკოლის რემონტს ხმარდებოდა.