სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის თურქეთის სასამართლომ 104 ყოფილ სამხედრო ოფიცერს სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 15-16 ივლისს, არეულობის დროს 260 ადამიანი დაიღუპა, 2 200 კი დაშავდა.
სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის ხელისუფლებამ სამუშაოდან 150 000 ადამიანი გაათავისუფლა, სამართალდამცველებმა კი 50 000 ადამიანი დააკავეს.
როგორც ცნობილია, თურქეთში სიკვდილით დასჯა 2004 წელს გაუქმდა, თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ, ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, თანახმაა რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეები სიკვდილით დასაჯონ.