იულია სკრიპალი გამოჯანმრთელების შემდეგ პირველ ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
ის მადლობას უხდის ყველას გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნავს, რომ შესაძლოა გაჯანმრთელების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდეს.
„დიდ ბრიტანეთში 3 მარტს ჩამოვედი მამის მოსანახულებლად. 20 დღიანი კომის შემდეგ, როცა გონს მოვედი, გავიგე, რომ მოგვწამლეს. გაგვიმართლა, რომ მკვლელობის მცდელობას გადავურჩით.
არ მსურს დეტალების აღწერა, მაგრამ მკურნალობა იყო ინვაზიური და მტკივნეული. ფაქტი, რომ ნერვული აგენტი ამ გზით გამოიყენეს შოკისმომგვრელია.
მადლობელი ვარ, საავამდყოფოს პერსონალის, ასევე იმ ადამიანების ვინც ქუჩაში მოწამვლის დროს დაგვეხმარნენ. ვფიქრობ ჩემს სახლში, ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები. ვთხოვ ყველას პატივი სცენ ჩემს და მამაჩემის კონფიდენციალურობას. ჩვენ დრო გვჭირდება გამოსაჯანმრთელებლად. მადლობელი ვარ რუსეთის საელჩოსი დახმარების შემოთავაზებისთვის, მაგრამ ამ დროისთვის არ ვარ მზად და არ მინდა სხვა სერვისებით სარგებლობა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩემი ცხოვრების რთულ პერიოდში დახმარებისთვის“, _ აცხადებს სკრიპალი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ყოფილ ჯაშუშს სერგეი სკრიპალს და მის ქალიშვილს მარტში, დიდ ბრიტანეთში თავს დაესხნენ.
დიდი ბრიტანეთი ნერვული აგენტით თავდასხმის გახორციელებასა და მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ადანაშაულებს. რუსეთი ბრალდებას უარყოფს.