იაპონელმა ეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხშირად გაზიანი სასმელის მიღება ქალებში სხვადასხვა დაავადებებს და მათ შორის, ინსულტს იწვევს.
გაზიანი სასმელის რეგულარულად მიღებისას თრომბის რისკი 80%-ით იზრდება.
სტატისტიკით, ინსულტით გარდაცვალების შემთხვევები მხოლოდ კიბოსა და გულის დაავადებების შემთხვევებს ჩამოუვარდება.
იაპონელი მეცნიერები აფრთხილებენ ქალებს, რომ გაზიანი სასმელები მათ განსაკუთრებულად უქმნიან რისკს და არა მარტო ინსულტის, არამედ დიაბეტისა და წონაში არანორმალურად მატების თვალსაზრისითაც.