“გადადგეს გენერალური პროკურორი! პროკურატურის ეს შემადგენლობა! თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ის მიიღებს უმწვავეს პროტესტს. ჩვენ ვართ მომხრე სამართლებრივ ჩარჩოში დარჩეს ყველაფერი და ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით არ გვაქვს პოლიტიკური მიზანი! ჩვენი მიზანი მხოლოდ სიმართლის დადგენაა, _ “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა გენერალური პროკურორის ბრიფინგს ეხმაურება.
უგულავას თქმით, საზოგადოების მოლოდინი გამართლდა.
,,ჩვენ ვიხილეთ სამ პუნქტად ჩამოყალიბებული, სამოსანის ტონალობაში მთავარი პროკურორის გამოსვლა. ფაქტი არის უცვლელი, ჩვენ გვყავს გარდაცვლილი, ჩვენ გვაქვს ტრაგედია და ამდენი ხნის გამოძიების შემდეგ ჩვენ არ გვყავს მკვლელი და არ არის დამნაშავე. ის მოლოდინი, რაც საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი დადგა. ვერანაირი უცხოელი პროკურორების ჩამოყვანით ვერ გამოსაწორებს სიტუაციას. უნდა შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც გამჭვირვალედ, ოჯახის ჩართულობით იქნება სიმართლის დადგენა. ფაქტი არის ერთი, აქ ბევრი რამე იმალება და როდესაც პოლიტიკური დავალება არის ჩართული ამ საქმეში შეუძლებელია დედამიწის ზურგზე იპოვოთ პროკურორი, რომელიც ამას სწორედ გამოიძიებს იმიტომ, რომ არასწორედ არის წარმართული სიტუაცია”, _ განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ, დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.