ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყველაზე რეიტინგული გადაცემა “ვანოს შოუ” დღეს ეთერში აღარ გავა.
“მიმდინარე მოვლენების გამო, მიზანშეწონილად მივიჩნევთ რომ დღეს გადაცემა The Vano’s Show არ გავიდეს ეთერში.
ჩვენი შემოქმედებითი გუნდის სახელით სოლიდარობას და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპული ბავშვების ოჯახებს”, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც “ვანოს შოუმ” სოციალურ ქსელში გაავრცელა.