ზაზა სარალიძის მხარდასაჭრად აქციაზე თამაზ ბიბილური მივიდა.
“როგორც 9 აპრილის მონაწილეს, არ შემეძლო აქ არ მოსვლა და ზაზა სარალიძის გვერდით არ დადგომა. მე არაპოლიტიკური ვარ. შედეგი უნდა მოიტანოს შეხვედრამ. მოვუწოდებ მამულიშვილებს, გამსახურდიას მომხრეებს, 9 აპრილის მონაწილეებს მოვიდნენ და გვერდით დაუდგნენ მათ,ვინც სამართალი ვერ იპოვნა”_ აცხადებს ის.
თამაზ ბიბილურმა, ასევე, აღნიშნა, რომ აქ შეკრებილ ახალგაზრდებს არ აქვთ გამოცდილება და რომ შეცდომები არ დაუშვან, მათი გამოსვლა აუცილებელია.