ეს აქცია პოლიტიკურია თავიდან ბოლომდე, _ ეს განცხადება “იმედის კვირასთან” ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.
ელისაშვილის თქმით,
პოლიტიკურია, რადგან ამ აქციის შედეგად მთავარი პროკურორი გადადგა.
“ეს საქმე ხელისუფლებამ ჩაფარცხა. პოლიტიკურია აქცია, დააკვირდით, როგორ დგას კუპრავა სარალიძის გვერდით გაბრწყინებული სახით.
იფიქრა, რომ ისევ დაბრუნდა და მარაქაში გაერია.
ყველამ თავი დაანებოს ამ ადამიანს. მეც დავდივარ აქციაზე, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, მასეთი საქციელი. იქ ვდგავარ როგორც მამა.
“ნაციონალურ მოძრაობას” რევოლუციის სუნი ეცა და იფიქრა სათავისოდ გამოვიყენებო, _ თქვა ელისაშვილმა.