მედიასახლ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელი ია მამალაძე სახალხო დამცველის თხოვნას, მისი თანამშრომლებისთვის ოფისის დათმობის თაობაზე ეხმაურება და მზადყოფნას გამოთქვამს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას 78 ა ნომერში, მეტროსადგურ “ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარედ, „გურია ნიუსის“ ოფისში ფართი დაუთმოს:
_ ჩვენ სახალხო დამცველს შეგვიძლია დავუთმოთ ერთი ოთახი, რომელშიც სამი ადამიანი განთავსდება. ოფისში არის ინტერნეტი და ავეჯი, _ აცხადებს ია მამალაძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და საჯარო და კერძო ორგანიზაციებს მისი თანამშრომლებისთვის სამუშაო სივრცის გამოყოფა სთხოვა:
“მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა.
გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში.
მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით“, _ წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: ბზარები სახალხო დამცველის ოფისში და ლომჯარიას თხოვნა საჯარო და კერძო ორგანიზაციებს