საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილი, რომელმაც მოქალაქე გია ფაცურიას კომენტარის საპასუხოდ, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა, საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ამის შესახებ ცაბიტაშვილმა ექსკლუზიურად “გურია ნიუსს” განუცხადა.
მოსამართლის კომენტარის შემდეგ განცხადება გაავრცელა საკონსტიტუციო სასამართლომაც:
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოთქვამს წუხილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესა და ერთ-ერთ მოსარჩელეს შორის, სოციალურ ქსელში მომხდარი ინციდენტის გამო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიესალმება და ემიჯნება კომუნიკაციის შეურაცხმყოფელ ფორმების გამოყენებას. საჯარო სივრცეში აზრის დაფიქსირებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს განსაკუთრებულად მოეთხოვებათ ეთიკის ნორმების დაცვა.
დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას ხშირად თან სდევს კრიტიკა, მათ შორის, ზოგჯერ დაუსაბუთებელიც. შესაბამისად, სასამართლოს წევრებს მართებთ გარკვეული კრიტიკის მიღება და დაუსაბუთებელ, შეურაცხმყოფელ, განცხადებებზე არაკორექტული ფორმით რეაგირებისაგან თავის შეკავება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, აუცილებლად მოხდება ხსენებული ფაქტის სამართლებრივი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირება.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თამაზ ცაბუტაშვილი, კი თავის მხრივ, ბოდიშს უხდის საზოგადოებას მის მიერ გამოთქმული არაკორექტული გამონათქვამების გამო“, _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე საზოგადოებას ბოდიშს უხდის _ “ჩვენ გვაქვს მაღალი თმენის ვალდებულება”
“ისე შენი დედა შევე..ი” _ ვინ არის მოსამართლე, რომელიც ღირსებას გინებით იცავს