ჩოხატაურის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა.
უწყება თვითმმართველი ორგანოს 2016 წლის მუშაობას სწავლობს.
აუდიტორები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში “გურია ნიუსს” უთხრეს, რომ ჩოხატაურის მერიის დოკუმენტაციას გეგმიური შემოწმების ფარგლებში სწავლობენ.
ამ დროისთვის უცნობია როდის დაასრულებენ ისინი მუშაობას და როდის გახდება ცნობილი აუდიტის დასკვნა.