ცოტახნის წინ საერთაშორისო ექსპედიციამ ანტარქტიდაზე ტონაზე მეტი გაქვავებული დინოზავრების ნარჩენები აღმოაჩინა.
ზოგიერთი ჩონჩხის ასაკი 71 მილიონი წელია. აღმოჩენილი არტეფაქტების სიაში უძველესი რეპტილიებიც არის.
“ნაპოვნია ისეთი სახეობები, როგორიცაა პლეზიოზავრი და მეზოზავრი, ზღვის ხვლიკები”, – განაცხადა ქუინსლენდის უნივერსიტეტის დოქტორმა სტივ სოლსბერიმ.
მეცნიერებმა აგრეთვე აღმოაჩინეს ჩიტების ნარჩენები, მათ შორის იხვები, რომლებიც ცარცული პერიოდის მიწურულს ცხოვრობდნენ.
მკვლევარებმა ექსპედიცია დაიწყეს ჯეიმს როსის კუნძულზე, აქვე კლდეებში აღმოაჩინეს დინოზავრის ნარჩენები, შემდეგ კი მეზობელ კუნძულ ვეგაზე გადაინაცვლეს.
დინოზავრის ნარჩენები ამჟამად ჩილეში ინახება, ცოტა ხანში კი ისინი პენსილვანიაში, კარნეგის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმში იქნება გადატანილი.