საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული „ბოტების“ აქცია BBC-ის ობიექტივში მოხვდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის პოსტს ფეისბუქზე ბევრი ლაიქი ჰქონდა, რომლის უმეტესობაც არაქართული სახელებიდან იყო, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ განცხადების მიმართ მხარდაჭერის გაზრდისთვის ინტერნეტ ბოტები გამოიყენეს.
კვირიკაშვილის პოსტზე რეაქცია 7 300-მა ადამიანმა გამოხატა, მათგან 49 იყო გაბრაზებული.
როგორც ცნობილია, პრემიერს „ტვიტერის“ ექაუნთზე 60 000, ფეისბუქის გვერდზე კი 213 000 მიმდევარი ჰყავს.
მაუწყებლის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ოფისში ინტერნეტ ბოტების გამოყენებას უარყოფენ.
როგორც კვირიკაშვილი ამბობს: „ყველას, მიუხედავად მათი ეროვნებისა და კანის ფერისა აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და მხარი დაუჭიროს პრემიერ-მინისტრს“.