ავსტრიაში 7 მეჩეთის დახურვის და რამდენიმე იმამის განდევნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, 260 იმამიდან 60-ის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, იმამების ნაწილს ბრალი ედებათ რადიკალურ ისლამთან ან ნაციონალიზმთან კავშირში.