„თეა, წადი“ _ ამ ლოზუნგით იუსტიციის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ. მონაწილეები იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მათი შეფასებით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თეა წულუკიანის ქმედებები ხშირად იყო არაკანონიერი. როგორც აქციის ორგანიზატორი “გურია ნიუსთან” ამბობს, თეა წულუკიანი უნდა წავიდეს, რადგან მას აქვს უამრავი შეცდომა დაშვებული.
ის, ასევე, ამბობს, რომ მთავარი პროკურორი ხალხმა უნდა აირჩიოს.