ქალაქ ოზურგეთში ორი დღის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ორ ობიექტს შეუჩერეს მუშაობა, დღეს “გურია ნიუსი“ წერდა, რომ ლუდი ბარში “ნატახტარში“ შეჩერებულია მუშაობა. კიდევ ერთ რესტორანს “ცისნამს“ ამ საღამოს გამოუცხადეს, რომ დროებით უჩერდებათ მუშაობა.
“ცისნამში“ გამოვლენილი შეუსაბამობების გამო შეჩერდება საწარმოო პროცესი. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება მითითებების გათვალისწინება, _ გვითხრეს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში.