საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ხელისუფლება გააკტირიკა და თქვა, რომ კარგი იქნებ მივიდნენ 10-ში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე.
“ჩემი მოტივაცია იყო შემდგარიყო დიალოგი. აქამდეც მიკვირდა, რომ “ოცნების” სახეები რატომღაც არ იყვნენ ამ მიტინგზე. თუ მივლენ ათში, იქნება ძალიან კარგი.
ამ დღეების განმავლობაში ბევრი რამ გავიგე. გავიგე, რომ “ოცნება” ითვლიდა მიტინგზე მისულ “ნაციონალებს”. ხელისუფლებამ ფრაქციაში დაითვალონ, კომისიაში დაითვალოს და დაითვალონ იმ ნაწილში, სადაც ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ. კომისიაში ვისთან ერთად სხედან? ორმაგი სტანდარტია, თუ შეგიძლია, რომ “ნაცებთან” ერთად კომისაში იჯდე, მე ვერ ვხვდები, როდესაც შენ გვერდით უდგახარ ადამიანს, რომელსაც უსამართლობის ტკვილი ამოძრავებს, რატომ არ შეიძლებ, რომ შენ იქ იყო?“ – განაცხადა პრეზიდენტმა.