ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები “ქართული ოცნებიდან”, ფეისბუქის გვერდებზე აქტიურად ავრცელებენ ვიდეოს სახელწოდებით _ “10 ივნისსს არა! ნაცჯალათების მასკარადს! ვიდეოში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი გახმაურებული ფაქტებია, აქციების დარბევები, იმდროიდნელი თანამდებობის პირების კომენტარებია ასახული და აღნიშნულია, რომ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ.
ვიდეომასალის აქტიურად დაზიარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ბესო ქათამაძე.
ქათამაძე კოლეგებს ახსენებს, რომ “ქართული ოცნების” სახელით საკრებულოში ბევრი “ნაციონალი” ჰყავთ:
“ოზურგეთის საკრებულოს ოცნების უმრავლესობის ერთობლივი პანიკა fb-გვერდებზე.
მინდა ვუთხრა ბიძინაზე გაყიდულებს _ ჩვენ, განახლებული “ნაციონალები” ვართ ნაც ჯალათები და თქვენ, რომლებსაც საკრებულოში 10-მდე ყოფილი “ნაციონალი” დეპუტატი გიზით და უფრო მეტიც, თქვენი პარტიის თავჯდომარეს “ნაციონალები” რომ საარჩევნო კაპანიას უფინანსებდნენ ფრთიანი ანგელოზები არა?!
001ენმ-ოზურგეთის მანდატს სახლში რომ ინახავთ ეგეც არაფერი ხო?
პატივისცემით ბატონი გობრონიძე გავიშვებთ იქ, სადა საჭიროა!” _ წერს ქათამაძე.
შეგახსენებთ, რომ “პატივისცემით ბატონი გობრონიძე” კულტურულ გინებად დამკვიდრდა მას შემდეგ, რაც ოზურგეთის ვიცე მერს, ალეკო სურგულაძეს, ბიზნესმენმა ზურაბ გობრონიძემ ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერია: “წერილის პასუხად სხვას ვერაფერს მოგწერთ: იდი ნა ხუი”.
წერილის ბოლოს, კი ხელმოწერაა: პატივისცემით, ზურაბ გობრონიძე.
ვრცლად იხილეთ: რატომ არ ჩაიბარა ბიზნესმენის წერილი მერიის კანცელარიამ “მერმა ბაზრის წართმევა დამიანონსა”