„მირზა სუბელიანის დაკავება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება ყველა ნაბიჯს კანონის სრული დაცვით დგამს“, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხატიძემ.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატიულად მოქმედებს და მას აქვს შესაბამისი რეაგირება, საკანონმდებლო ჩარჩოს და მოთხოვნების დაცვით. „ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ, შეესაბამება იმ საპროცესო და სამართლებრივ მოთხოვნებს, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება“. – განაცხადა გიორგი ხატიძემ.