ცნობილი ქართველი მსახიობი იაკობ ტრიპოლსკი იგონებდა:
“მარშალის ფორმაში გამოწყობილი ბოლთას ვცემ გადასაღები პავილიონის წინ და თან ჩიბუხს შევექცევი.
უცებ საიდანღაც გაცრეცილ-მაზარიანი კაცი გამოჩნდა, ჩამივარდა ფეხებში და მომმართა – “იოსეფ ვესარიონოვიჩ, რა ბედნიერებაა, თქვენ რომ გხედავთო!” ავღელდი, ერთი რუსი მაინც ყოფილა სტალინის გულშემატკივარი – მეთქი. მოვეფერე, წამოვაყენე.
უცებ რუსმა ხმა შეიცვალა და თითქმის ჩურჩულზე გადავიდა: “ ამხანაგო სტალინ, ჩემი დაწყევლილი ცოლი ჯამაგირს არ მაძლევს, მე კი სადაცაა თავი გამისკდება, ისეთ “პახმელიაზე” ვარ და სამი მანეთი არ გექნებათ?”
სიტუაციის ასეთი მკვეთრი შემობრუნებისგან გაშტერებული დავრჩი, მაგრამ იმ თაღლითს ფული მაინც მივეცი“.