დღეს, ქ. თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრების, ვახტანგ შაქარიშვილის და დავით უთმელიძის ინიციატივით და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით, დასაქმების ფორუმი გაიმართა.
საბურთალოს რაიონის მაცხოვრებლებთან გამართულ შეხვედრაზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ ქვეყნის მასშტაბით გახორცილებეულ პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
დამსწრეებს კი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების შესახებ სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაცია სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი ბეზარაშვილმა მიაწოდა.
საბურთალოს დასაქმების ფორუმზე 23-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით წარსდგა. დამსაქმებლებმა წარმოადგინეს აქტიური ვაკენსიები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის და სფეროებიდან.
როგორც ცნობილია, თბილისში დასაქმების ფორუმები დღემდე ჩუღურეთის, გლდანის და ისნის რაიონებში ჩატარდა, ანალოგიური ფორუმები კი თბილისის სხვადასხვა რაიონებში: 15 ივნისს სამგორის, ვაკის – 20 ივნისს და ნაძალადევის – 22 ივნისს დაიგეგმა.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet-ში დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა და აცნობა დაგეგმილი ფორუმის შესახებ.