ეს წუთია დასრულდა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საგანგებო კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრები ესწრებოდნენ. გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს განიხილავდა, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ ეს ინფორმაცია ოცნების წევრებმა არ დაადასტურეს.
უმრავლესობის წევრის ლევან კობერიძის თქმით, შეხვედრაზე იუნისეფის კვლევის შედეგები განიხილეს.
„იყო განხილული იქ წარმოდგენილი მონაცემები. ჩვენი გუნდი მსჯელობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკაში. კიდევ უფრო მეტად იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად მიღწეული. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი არ ყოფილა არც პრემიერ-მინისტრის და არც რომელიმე მთავრობის წევრის გადადგომაზე“, _ აცხადებს კობერიძე.