დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძე თბილისში 2 დღის წინ ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ ვითარებას შეეხო და მთავრობის წევრებსა და გამგებლებს იმ ოჯახების დახმარება დაავალა, ვინც წყალმოვარდნის შედეგად დაზარალდა.
„მინდა დაგავალოთ, რომ თუ კიდევ არის დარჩენილი საკითხები, ოჯახები, რომელთაც ამ მიმართულებით პრობლემები აქვთ, გვერდში დაუდგეთ და ყველაფერი დროულად მოაწესრიგოთ“,_განაცხადა კალაძემ და პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად მთელი ღამის განმავლობაში გარეთ მყოფ თანამშრომლებს და მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გზები და სარდაფები დატბორა, ზიანი მიაყენა გლდანის ბაზრობას, ასევე რამდენიმე ხის წაქცევა და სახლის ჩამოშლა გამოიწვია.
ამავე თემაზე:
წაქცეული ხეები, დატბორილი გზები და სარდაფები _ დედაქალაქში მთელი ღამე სტიქიას ებრძოდნენ
„ყველა უბანს ვერ გეტყვით“ _ რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში დედაქალაქში მოსულ ნალექზე