ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ ხულიენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
როგორც THE INDEPENDENT იუწყება, ასოციაციაში გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით ადრე მიიღეს და ჯერ არ დაუსახელებიათ, ვინ მოამზადებს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ჩემპიონატისთვის.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ლოპეტეგი „რეალ მადრდის“ მწვრთნელი ხდება.
ამავე თემაზე: