“ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ და ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, სამშობლოს სასიკეთოდ, – აამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც საზოგადოებას ამცნო, რომ თანამდებობას ტოვებს.
„ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიმეღო. ეს გადაწყვეტილებაა – მე ვტოვებ დღეს თანამდებობას. მადლობა უამრავ კარგ ადამიანს, რომელიც მუშაობის პერიოდში გავიცანი. მადლობა ადამიანური თანადგომისთვის, მინდა მინისტრებს, გუნდის წევრებს გადავუხადო მადლობა. მათ დიდი შრომა გასწიეს, მინდა საპარლამენტო გუნდსაც გადავუხადო მადლობა, მადლობა პარტიის თავმჯდომარეს.
მადლობა. ღმერთი ფარავდეს საქართველოს.
მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, გაბრწყინებული, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.